logo
ENG



"სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა" - წულუკიანი გვარამიას შეწყალებაზე

26 ივნ 202312:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/tr9dnighayrur8j.jpg

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება ""სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლაა". პატიმრის შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

წულუკიანი ამბობს, რომ ეს არის მართლმსაჯულების შეურაცხყოფა. მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ გვარამიას შეწყალება დეპოლარიზაციას გამოიწვევს.

"არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ალბათ პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება.

მაგრამ, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია გითხრათ, რომ დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ხელყოფას, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა", - თქვა წულუკიანმა. მის კომენტარს იმედი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა


close დახურვა